Accentnews.ge
მოსკოვი საქართველოში დესტაბილიზაციის რისკს ვერ ხედავს

მოსკოვი საქართველოში დესტაბილიზაციის რისკს ვერ ხედავს

01/10/2021 11:41:20 პოლიტიკა

კრემლი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ვითარების დესტაბილიაციის "განსაკურებულ რისკებს ჯერ-ჯერობით ვერ ხედავს" - განაცხადა დღეს პრეზიდენტ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

"სადაც სააკაშვილია, ყოველთვის ცირკი ხდება. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ცირკი საფრთხეს არ ქმნიდეს იმ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სადაც ეს ბატონი იმყოფება. ამდენად, მადლობა ღმერთს, ეს ჩვენი საკითხი არაა», – განაცხადა, რუსული მედიის ინფორმაციით, პესკოვმა და იქვე დასძინა, რომ ჯერ-ჯერობით კრემლი საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციის რისკებს ვერ ხედავს.

ცნობისთვის: 1 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლებიც სავარაუდოდ, ბათუმშია გადაღებული. სააკაშვილმა მხარდამჭერებს 3 ოქტომბრისთვის თბილისისკენ დაძვრისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ერთ–ერთ კოლონას თავადაც შეუერთდება.

შსს–ში აცხადებენ, რომ სააკაშვილს საზღავრი არ გადმოუკვეთავს და არ დაუტოვებია უკრაინის საზღვრებიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S