Accentnews.ge
"ქუთაისში, უბნების დიდ ნაწილში შუქი გამორთეს"

"ქუთაისში, უბნების დიდ ნაწილში შუქი გამორთეს"

02/10/2021 15:34:34 პოლიტიკა

ქუთაისში ოპოზიციის დიდი ნაწილის მერობის საერთო კანდიდატის ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ქუთაისში, უბნების დიდ ნაწილში შუქი გათიშეს.

„წაგების გამო „ქართული ოცნება“ აგონიაშია და იმისთვის, რომ არ დავიცვათ ჩვენი ხმები, ქუთაისის ყველაზე დიდ და ოპოზიციურად განწყობილ უბნებში ჩააქრეს ელექტროენერგია. მინდა, გითხრათ ბატონებო, წაგებული გაქვთ ეს არჩევნები და საერთოდ არაფერი არ გიშველით მიაწოდეთ ელენერგია უბნებს სასწრაფოდ, რათა შეძლონ მოქალაქეებმა ხმის მიცემა. ვერ გიშველით ელექტროენერგიის გათიშვა, ჩვენ დავიცავთ უბნებს ბოლომდე”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მოგვიანებით, კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ განაცხადა, რომ ქუთაისის საარჩევნო უბნებზე ავარიის ლიკვიდაცია ოპერატიულად მოხდა.

"ქუთაისის საარჩევნო უბნებს ამ დროისთვის ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება. ავტოქარხნის დასახლების მიმდებარედ, დაახლოებით რვა წუთი ჰქონდა ენერგომომარაგება შეწყვეტილი 2-3 საარჩევნო უბანს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკურმა სამსახურმა ოპერატიულად მოახდინა ავარიის ლიკვიდაცია. ქვეყნის მასშტაბით არის 3 200 საარჩევნო უბანი და კომპანიის ტექნიკურმა ბრიგადებმა შეძლეს მათი სტაბილური ენერგომომარაგება. საუბარი ელექტროენერგიის სპეციალურად გათიშვაზე, არასწორია. რაც შეეხება რუსთავის მე-14 და მე-15 უბანს, სადაც ელექტროენერგიის მიწოდება იყო შეწყვეტილი, კომპანიის წარმომადგენლებმა გენერატორის მეშვეობით მოახერხეს აღნიშნული უბნების ენერგომომარაგების აღდგენა. ელექტროგადამცემ ხაზზე მუშაობა ამ წუთებშიც მიმდინარეობს“, – აცხადებენ კომპანიაში.

იხილეთ ასევე: რუსთავისა და თბილისის რამდენიმე საარჩევნო უბანზე შუქი ჩაქრა.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 41.35% შეადგინა. ეს 1 446 218 ადამიანია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S