დამკვირვებელი: "მსგავსი არაფერი მინახავს, მარნეულში ბიულეტენებს ნაგავში ყრიან!"
02/10/2021 19:26:03 პოლიტიკა
„ადამიანის უფლებათა ცენტრის" დამკვირვებლის ეკა ქობესაშვილის ინფორმაციით, ოპოზიციის სასარგებლოდ შემოხაზულ ბიულეტენებს მარნეულის 22-ე ოლქის #65 უბანზე აზიანებენ და ურნაში ყრიან.
ქობესაშვილმა „ფეისბუკში" შესაბამისი ფოტოებიც გამოაქვეყნა და დაწერა:
„ჩემი დამკვირვებლად მონაწილეობის მანძილზე იმდენი სახის დარღვევა მაქვს ნანახი, რომ მეგონა აღარფერი გამიკვირდებოდა. ამ ამბავმა ყოველგვარ დარღვევას გადააჭარბა, მსგავსი არაფერი მინახავს. მარნეულის 22-ე ოლქის უბანზე ამდენი დამკვირვებელი თავზე ადგას კომისიის წევრებს და ოპოზიციის სასარგებლოდ შემოხაზულ ბიულეტინებს აზიანებენ და ნაგავში ყრიან. ნაგვიდან ამოვიღე დაახლოებით 50 ბიულეტენი".
ცნობისთვის: ადგილბრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 815 776 -მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,92%-ია.
იხილეთ ასევე: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა თბილისისა და რეგიონების მიხედვით


