Accentnews.ge
„ოცნება“ –  52,54%, ენმ – 29,45%" – კობახიძის ცნობით, დათვლილია ხმათა 14,53%

„ოცნება“ –  52,54%, ენმ – 29,45%" – კობახიძის ცნობით, დათვლილია ხმათა 14,53%

02/10/2021 21:21:42 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ხმების დაანონსებული პარალელური დათვლის შედეგები წარმოადგინა. კერძოდ, მისი თქმით, დათვლილია ხმათა 14,53% (139 000 ხმა) და შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • „ქართული ოცნება“ – 52,54%
  • ენმ – 29,45%
  • 5,71%
  • კობახიძემ ორჯერ აღნიშნა, რომ პარტიის მოლოდინია, საბოლოო შედეგები დაემთხვევა „იმედის“ ეზიტპოლის შედგებს.

„იმედის ეგზიტპოლმა არჩვენა, რომ ჩვენმა კანდიდატმა, კახა კადაძემ მიიღო 51%. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ კახი კალაძემ დამაჯერებლად გაიმარჯვა. რაც შეეხება მეორე ტურს. ეგზიტპოლის ცდომილება არის დაახლოებთი 3%, აქედან გამოდინარე, ჩვენ უნდა დაველოდოთ ხმების საბოლოო დათვლას. შესაძლებელია, ასეც მოხდეს და - ისეც. საბოლოო სურათი გვეცოდინება ხმების დათვლის შემდეგ. მეორე ტური არის შესაძლებელი ცდომილებიდან გამოდინარე“, - განაცხადა ირაკლიკობახიძემ.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • „ქართული ოცნება“ - 47,6%
  • „ნაციონალური მოძრაობა“ - 27,1%
  • „საქართველოსთვის“ - 6,8%

იხილეთ ასევე: ”IPSOS-გლობალის" ეგზიტპოლის საბოლოო შედეგი: "ქართული ოცნება“ - 38.5%, ენმ - 31.9%

„ქართული ოცნება“ – 46%, ენმ – 33% – Edison Research-ის საბოლოო ეგზიტპოლი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S