Accentnews.ge
მმართველი გუნდი კიბერშეტევის შესახებ იუწყება

მმართველი გუნდი კიბერშეტევის შესახებ იუწყება

02/10/2021 23:00:12 პოლიტიკა

მმარველი გუნდი ვებ–გვერდზე, რომელზეც „ქართული ოცნება“ არჩევნების პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს, კიბერშეტევის შესახებ იუწყება და შსს–ს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

ამასთან, პარტიის წევრმა შალვა პაპუაშვლმა თავად დასდო ბრალი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხმების დათვლის როცესში ხელშეშლაში.

„ჰაკერული შეტევაა ვებ–გვერდზე, რათა მოხდეს გატეხვა სერვერის. ნახევარ მილიონზე მეტი მოთხოვნაა გაგზავნილი სხვადასხვა ქვეყნებიდან: ბრაზილიიდან, ტაივანიდან და სხვა ქვეყნებიდან. არ მგონია, რომ ამ ქვეყნებში ძალიან აინტერესებთ საქართველოს თვითმმართველობის არჩევნები. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ პირდაპირ არის კოორდინირებული მოქმედება როგორც ოლქებში, ისე ვირტუალურ სივცეში“,– განაცხადა შალვა პაპაშვილმა და საერთაშორისო დამკვირებლებს სიფხიზლისა და ენმ–ს მიმართ სიმკაცრის გამოჩენისკენ მოუწოდებს.

ცნობისთვის: ოპოზიციის წევრები, მათ შორის, ზუგდიდიდან იუწყებიან, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საარჩევნო კომისიებში ხელოვნურად აყოვნებენ საოლქო კომისიებში უკვე შეჯამებული ოქმების გადაგზავნს.ადგილზე საერთაშორისო დამკვირვებლებიც მივიდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S