Accentnews.ge
მელია: „უბნებზე ხელოვნურად გააჩერეს ოქმები, უბან–უბან ვიბრძვით!“

მელია: „უბნებზე ხელოვნურად გააჩერეს ოქმები, უბან–უბან ვიბრძვით!“

03/10/2021 02:30:16 პოლიტიკა

ენმ–ის თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარი შედეგების წარმოდგენის დაყოვნებას მოულოდნელ შედეგს უკავშირებს.

„მას შემდეგ, რაც მოაწყვეს [„ქართული ოცნების“ ლიდერებმა] ზეიმი, განსაკუთრებთ თბილისში, თუმცა მალევე დარწმუნდნენ, რომ საზეიმოდ არ აქვთ საქმე და წარმოდგენა არ აქვთ, ახლა რა აკეთონ. უბნებზე ხელოვნურად აქვთ შეჩეებული შემაჯამებელი ოქმების გამოტანა. ახლა უბან–უბან ვიბრძვით. ჩემი შტაბიდან სხვადასხვა მიმართულებით გაემგზავრენ, რომ გავერკვეთ, რატომ არ გამოაქვთ ოქმები. ოქმები, რომელიც უბნიდან მისულია საოლქო საარჩევნო კომისიამდე, ცესკო–ს ატვირთული არ აქვს. ამათთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, გააზრება, რომ თბილისში მეორე ტური იქნება. ხელოვნურად ხდება პროცესის გაჭიანურება“,– განაცხადა მელიამ „ფორმულას“ ეთერში.

მელია ამბობს, რომ თბილისში 67 უბანი მოიგო, თუმცა ამ უბნების ნაწილიდა შემაჯამებელი ოქმები ჯერ კიდევ არაა გამოტანილი:

"ცდილობენ, ჩემსა და კალაძის შედეგებს შორის სხვაობა გაზარდონ".

მისივე ქმით, ოპოზიცია მეორე ტურისთვის სერიოზულად მოემზადება.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წინასწარი შედეგები ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია. საარჩევნო უბნების დახურვიდან თითქმის 10 საათზე მეტი გავიდა.

იხილეთ ასევე: „ქართულ ოცნებაში“ ზეიმის შემდეგ მეორე ტურებზე ალაპარაკდნენ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S