Accentnews.ge
"არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით არსად კითხვის ნიშანი არ არის"

"არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით არსად კითხვის ნიშანი არ არის"

04/10/2021 09:44:40 პოლიტიკა

საქართველოს ვიცე - პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკანიანის განცხადებით, 2 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით არსად კითხვის ნიშანი არ არის.

მისი თქმით, გუშინ ეუთო/ ოდირის დირექტორთან შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოში წინა საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან ერთი წლის შემდეგ, არჩევნების ჩატარების პროცესში მნიშვნელოვანი პროგრესია.

"ეუთო/ოდირმა უკვე დადო თავისი წინასწარი დასკვნა, რომელიც არჩევნებს, როგორც კონკურენტულს, ასევე კარგად ადმინისტრირებული და თავისუფალს აფასებს. პოზიტიურად არის შეფასებული საარჩევნო ადმინისტრაცია, ასევე არჩევნების დღე, როგორც წყნარი და გამჭვირვალე პროცესი. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო სხვა საერთაშორისო დამკვირვებლების მოსაზრება და გუშინ მოვისმინეთ, როგორც ევროპარლამენტარის მეთაურის ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ საარჩევნო პროცესი მომწიფებულ გარემოში ჩატარდა. რა თქმა უნდა, ამ წინასწარ კვლევებში ხარვეზებზე და ნაკლოვანებებზე იყო აქცენტი გაკეთებული, მაგრამ გუშინდელი ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელთან და დირექტორთან ჩემი შეხვედრისას, აღინიშნა, რომ ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც ჩვენზე ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ დემოკრატიული ინსტიტუტების და სახელმწიფოებრიობის, იქაც არის მსგავსი დარღვევები, თუმცა ის შენიშნვა და ხარვეზი, რომელიც წინასწარ დასკვნაში არის ასახული, იქნება მაქსიმალურად გათვალისწინებული. მათ ერთხმად აღნიშნეს, რომ წინა საპარლამენტო არჩევნებთან შემდეგ, ერთი წელი არის გასული, მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესია, თუნდაც საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების თვალსაზრისით და იმ რეკომენდაციების მაქსიმალური გათვალისწინებით, რაც წარმოდგენილი იყო ეუთოსა და ვენეციის კომისიის დასკვნაში. არსად კითხვის ნიშანი არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით არ არის, ევროკავშირის მისიის, აშშ-ს და გაერთიანებული სამეფოს განცხადებები, იწყება იმით, რომ ისინი ეუთო/ოდირის დასკვნას იზიარებენ, რომელზეც შავი თეთრზე წერია, რომ არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული თავისუფალ გარემოში“, - განაცხადა ზალკანიანმა.

იხილეთ ასევე: ჯონსონისა და გალერის პასუხი კითხვაზე, მოახდენს თუ არა გამოვლენილი დარღვევები რეალურ გავლენას არჩვენების შედეგებზე

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S