Accentnews.ge
რუსეთში აშშ-ის ელჩი თანამდებობას ტოვებს

რუსეთში აშშ-ის ელჩი თანამდებობას ტოვებს

06/08/2019 16:38:07 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, მსოფლიო

რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ჰანტსმენი თანამდებობას ტოვებს. შესაბამისი განცხადებით ჰანტსმენმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკვე მიმართა.

ჰანტსმენი ელჩის მოვალეობას 3 სექტემბრამდე შეასრულებს.

ჯონ ჰანტსმანი რუსეთში აშშ-ის ელჩად 2017 წლიდან მუშაობს. 2009 წლამდე იგი იყო იუტას შტატის გუბერნატორი. ჰანტსმანი ჩინეთში აშშ-ის ელჩიც იყო. 

ცნობისთვის: რუსეთმა  ქვეყანაში აშშ–ის საელჩო მკაცრად გააკრიტიკა მოსკოვში გამართული საპროტესტო აქციების დროს საელჩოს საიტზე გამოქვეყნებული განცხადებისთვის, რომელიც შეიცავდა საპროტესტო მსვლელობის რუკას.  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, აშშ-ის საელჩო„რუსეთის შიდა საქმეებში“ ჩარევაში დაადანაშაულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S