Accentnews.ge
ნიკა მელია: "ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის შუღლის ჩამოგდება არ გამოუვათ"

ნიკა მელია: "ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის შუღლის ჩამოგდება არ გამოუვათ"

04/10/2021 13:02:21 პოლიტიკა

ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიამ რუსთავის #12 საპატიმროსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ მასსა და მიხეილ სააკაშვილს შორის შუღლის ჩამოგდების მცდელობა ფუჭია, ხოლო მისი პოლიტკური და მეგობრული ვალია, იბრძოლოს სააკაშვილის თავისუფლებისთვის:

„რასაც არ უნდა ცდილობდნენ, რომ შუღლი ჩამოაგდონ მე და მას შორის, არ გამოუვიდათ არასოდეს და არც არასოდეს გამოუვათ და პირიქით, ჩემი ადამიანური, პოლიტიკური, კაცური, მოქალაქეობრივი ვალია და ვალდებულებაა, სანამ ეს ადამიანი აქ არის, ციხეში, მანამდე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლო. ეს არის ჩემი ადამიანური და პირველ რიგში, მეგობრული ვალდებულება და ასე არის 100 000-ობით საქართველოს მოქალაქე და ნურავინ ნუ ვიქნებით „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებზე მეტად მხარდამჭერები“, - განაცხადა ნიკა მელიამ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე.

ამასთან, როგორც მელიამ აღნიშნა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, ენმ–ს გეგმებზე პარტიის სახელით თავად ისაუბრებს და ამით თავიდან იქნება არიდებული გაუგებრობა:

„ორგანიზება და დისციპლინა არის მნიშვნელოვანი ბრძოლაში, რომელიც არ არის სახუმარო. ბრძოლაში, რომლის შედეგებმაც უნდა განსაზღვროს ამ ქვეყნის მომავალი მინიმუმ 15-20 წლის თავზე. გულზე მჯიღის ცემა ადვილია ვიღაცისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, შემართებასთან ერთად, მოტივაციასთან ერთად, თავდადებასთან ერთად და თავგანწირვასთან ერთად ჭკუითაც ვაჯობოთ“.

3 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ თბილისში ჩამოსული მიხეილ სააკაშვილი "სისხლიან პროვოკაციას" გეგმავდა და რომ ვერსიად განიხილებოდა სამი ოპოზიციონერის მკვლელობა. მისივე თქმით, გეგმის წინააღმდეგი ნიკა მელია იყო და ახლა ის ბედნიერია სააკაშვილის დაჭერით. ენმ–ში დაპირისპირებაზე საუბრობდნენ წინა დღეებში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ერთ–ერთ ლიდერი მამუკა მდინარაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S