Accentnews.ge
პირველი სასწავლო კურსის კადეტები სასწავლო პროცესის დასაწყებად ემზადებიან

პირველი სასწავლო კურსის კადეტები სასწავლო პროცესის დასაწყებად ემზადებიან

03/10/2021 16:29:52 თავდაცვა, რეკლამა

პირველი სასწავლო კურსის კადეტები სასწავლო პროცესის დასაწყებად ემზადებიან. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კადეტები ლიცეუმში უკვე გამოცხადდნენ. ისინი სასწავლო პროცესის დაწყებამდე ლიცეუმში არსებულ გარემოს შეეგუებიან, დღის განრიგსა და საცხოვრებელ პირობებს გაეცნობიან.

"კადეტებს თავდაპირველად ლიცეუმის დირექტორი ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი შეხვდა და მათ წარმატებული სასწავლო წელი უსურვა. მათთან თვითგანვითარებისთვის ზრუნვაზე, დისციპლინასა და მეგობრული ატმოსფეროს შექმნაზე ისაუბრა. „გილოცავთ კადეტებო, თქვენ ამ ასაკში გადადგით ყველაზე გაბედული ნაბიჯი დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ. ჩვენ დაგეხმარებით ისწავლოთ დამოუკიდებელი ცხოვრება, ისწავლით თუ როგორ განსაზღვროთ თქვენი წარმატებული კარიერა. ამისათვის აქ ნამდვილად არის ყველა პირობა შექმნილი“ - აღნიშნა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა.

მოგვიანებით მათ კურსის უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ ჭელიძე შეხვდა. მან ლიცეუმში არსებული სასწავლო და სამოტივაციო პროგრამები, შინაგანაწესით განსაზღვრული უფლებები და მოვალეობები გააცნო. კადეტთა ლიცეუმში სწავლება და ცხოვრება სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. ყველა კადეტი მიიღებს ნორმით გათვალისწინებულ სამხედრო და საველე ფორმებს, საყოფაცხოვრებო ნივთებსა და სასწავლო რესურსებს. აღსანიშნავია, რომ კადეტები, ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მსგავსად, „დელტა ტექსტილის“ მიერ შეკერილ მაღალი ხარისხის ახალ ფორმებს მოირგებენ", – აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S