
მედია: უკრაინამ სააკაშვილის გასვლის გამო გამოძიება დაიწყო
04/10/2021 13:40:30 პოლიტიკა
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა სამსახურებრივი გამოძიება დაიწყო ქვეყნიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის გასვლასთან დაკავშირებით, - იუწყება «Цензор.НЕТ» საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
«სასაზღვრო ბაზაში არ აღმოჩნდა ჩანაწერი უკრაინიდან სააკაშვილის გასვლის თაობაზე. სავარაუდოდ, სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა», – წერს გამოცემა.
«მოარული ხმების თანახმად, სააკაშვილს შეეძლო, საზღვარი გადაეკვეთა ჩერნომორსკიდან ბათუმისკენ გასული საზღვაო ბორნით, სატვირთო ავტოტრანსპორტში… ბორნის დათვალიერების წესები ძალზე მკაცრია, მანქანებს სკანერით ამოწმებენ. შესაძლოა, სწორედ ამის გამო, ან სხვა რაიმე მიზეზით, მაგრამ სასაზღვრო სამმართველოს ოდესის სამსახურის უფროსი სამსახურებრივი გამოძიების დასრულებამდე თანამდებობიდან გათავისუფლებულია. უკრაინას მოუწევს, საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალური განმარტებები წარუდგინოს იმის თაობაზე, როგორ მოახერხა სააკაშვილმა, ქვეყნიდან უკრაინელი მესაზღვრეებისთვის შეუმჩნევლად გასულიყო" - წერს გამოცემის მთავარი რედაქტორი "ფეისბუქში"
ცნობისთვის: საქართველომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის მუხლით აღძრა.