გახარია მეორე ტურში არც ერთ კანდიდატს არ უჭერს მხარს
04/10/2021 14:09:59 პოლიტიკა
საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ მუნიციპალურ არჩევნებში შეიქმა ბერკეტი, „დავამარცხოთ ორპარტიული მმართველობა“, ხოლო „საქართველოსთვის“ მიზანი დაბალანსება იქნება.
საქართველოს მასშტაბით საკრებულოებში ვიქნებით წარმოდგენილები, ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მხარდამჭერების ხმების დაცვას“,– განაცხადა გახარიამ 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გამართულ პირველ ბრიფინგზე.
მან „საქართველოსთვის“ კანდიდატებს, რომელთაც მეორე ტურში მოუწევთ ბრძოლა, მხარდაჭერა გამოუცხადა.
„ამ მუნიციპალირი არჩევნების შემდგომ ვიმოქმედებთ პრინციპით: არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ერთპიროვნული მმართველობა. ამ ვითომ ერთმანეთთან დაპირისპირებულ ორივე ძალას აქვს მიდრეკილება ერთპირობნული მმართველობსკენ. ჩვენი მთავარი მიზანი იქნება დაბალანსება – არც ერთ მათგანს არ მივცეთ შესაძლებლობა, მოახდინონ ძალადუფლების კონცენტრაცია, მათ შორის, მუნიციპალურ დონეზე“,– განაცხადა გახარიამ და დასძინა, „ამ არჩევნებზე შევქმენით ბერკეტი, რომლითაც შეგვიძლია, დავიწყოთ ბრძოლა ორპარტიული, დაპირისპირებული, რადიკალური პოლიტიკის და პრინციპების წინააღმდეგ და ეს დავამთავროთ“.
გახარიამ განაცხადა, რომ იგი არ მოუწოდებს მის ამომრჩეველს, რომ მხარი რომელიმე სხვა პარტიას, მათ შორის “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭირონ.
“ჩვენი ამომრჩეველი არის გონიერი ამომრჩეველი, რომელმაც იმ ნაბიჯით, რომ ჩვენ დაგვიჭირა მხარი, ფაქტობრივად თქვა, რომ ის არის წინააღმდეგი რადიკალიზაციის, ძალაუფლების კონცენტრაციის და მომხრეა ძალაუფლების დაბალანსების.
შესაბამისად, ჩვენ მათ არ და ვერ ვეტყვით და არ მივაყენებთ შეურაცხყოფას, მათ ვუთხრათ, რომ რომელიმე მათგანს [სხვა პარტიას] დაუჭირონ მხარი.
პრინციპში მარტივი მიზეზის გამო, თვითონ ფაქტი, რომ მათ ჩვენ დაგვიჭირეს მხარი, პირდაპირ მიანიშნებს იმას, რომ ამ ამომრჩეველმა უარი უთხრა რადიკალიზაციასა და იმ ორ რადიკალურ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქმნის ილუზიას ერთმანეთთან ბრძოლისა და ქვეყანას აბრუნებს წარსულში”.
გახარიამ 2 ოქტომბრის არჩევნები ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.
მისი თქმით, სისტემური ხასიათი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას და ე.წ. კარსულებს და აღნიშნავს, რომ არჩევნებს არასამართლიანად აფასებს:
“რა მოხდა არჩევნების დღეს, არჩევნების დღეს სისტემური ხასიათი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, კარუსელებს, ამიტომ, 2 ოქტომბრის არჩევნებს ჩვენ ვაფასებთ როგორც არასამართლიანს, სადაც მოქალაქეებს არ ჰქონდათ ნების გამოხატვის შესაძლებლობა თავისუფალ და სამართლიან გარემოში, რაც ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია”.
იხილეთ ასევე: 5 ქალაქი, სადაც “ქართული ოცნება” საკრებულოებში უმრავლესობას კარგავს


