Accentnews.ge
მდინარაძე: "არც ჩვენ დავახევთ გიორგი გახარიას კალთებს"

მდინარაძე: "არც ჩვენ დავახევთ გიორგი გახარიას კალთებს"

04/10/2021 19:20:31 პოლიტიკა

"​ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ უპასუხა გიორგი გახარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ ის ამომრჩეველს არ მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს რომელიმე პარტიას მეორე ტურში.

მდინარაძის თქმით, არც მმართველი გუნდი აპირებს, გახარიას "კალთები დაახიოს".

"არც ჩვენ "დავახევთ" კალთებს გიორგი გახარიას თანამშრომლობისთვის. მინდა, მივმართო როგორც მის, ასევე ნებისმიერ ამომრჩეველს - წინ არის მნიშვნელოვანი და პრინციპული მეორე ტური. დარწმუნებულები ვართ, მეორე ტურში იქნება გამარჯვება, რომელიც მათივე სპეკულაციურად დასმულ კითხვაზე რეფერენდუმთან მიმართებაში გასცემს საკადრის პასუხს.

ოდესაც რომელიღაცა პოლიტიკური ჯგუფი კადრულობს იმას, რომ წინასწარ შემოდის წაგებულ თამაშში იმიტომ, რომ ხმები გამოართვას, წაართვას "ქართულ ოცნებას" "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ, მისი მხრიდან მსგავსი ლოგიკა, როგორც მინიმუმ, მარტივად რომ ვთქვათ, მისაღები არ არის". - ამბობს მდინარაძე.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების II ტური 30 ოქტომბერს ტარდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S