Accentnews.ge
კომპანია «აზერბაიჯანული ავიახაზები» სომხეთის საჰაერო სივრცის გამოყენებას იწყებს

კომპანია «აზერბაიჯანული ავიახაზები» სომხეთის საჰაერო სივრცის გამოყენებას იწყებს

06/10/2021 10:11:50 კავკასია

ავიაკომპანია "აზერბაიჯანული ავიახაზები" (AZAL) იუწყება, რომ 6 ოქტომბრიდან ბაქო-ნახჭევანი-ბაქოს შიდა რეისის შესასრულებლად სომხეთის საჰაერო სივრცის გამოყენებას დაიწყებს.

«ეს აზერბაიჯანის მხრიდან რეგიონში სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვის მიმართულებით გაბედული ნაბიჯების გადადგმის მზადყოფნის დემონსტრირებას წარმოადგენს, რაც ყველა მოსაზღვრე ქვეყნის ინტერესებში შედის», – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ავიაკომპანიაში აღნიშნავენ, რეისის მარშრუტის შეცვლა ფრენის დროსა და საწვავის ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

"ამიერიდან AZAL-ს მოცემული რეისის შესრულებისას შეუძლია, გამოიყენოს ყველა არსებული საჰაერო დერეფანი, მათ შორის - სომხეთისა და ირანის საჰაერო სივრცეების გავლით" - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

ცნობისთვის: აზერბაიჯანსა და სომხეთს ერთმანეთის ავიახაზებისთვის საჰაერო სივრცეები ოფიციალურად არ დაუხურავთ, თუმცა მათ ყარაბაღის კონფლიქტის გამო 1990-იანი წლებიდან აღარ იყენებდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S