Accentnews.ge
ოკუპანტების მიერ დაკავების მცდელობისას დაშავებული მამაკაცი თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს

ოკუპანტების მიერ დაკავების მცდელობისას დაშავებული მამაკაცი თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს

06/10/2021 11:48:32 კონფლიქტები

29 წლის ნიკოლოზ ფეხშველაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან თბილისში გადაიყვანეს. ის 4 ოქტომბერს ოკუპანტების მიერ დაკავების მცდელობისას სიმაღლიდან ხევში ჩავარდა და დაშავდა. პირველადი სამედიცინო დახმარება მას ცხინვალის საავადმყოფოში აღმოუჩინეს, 5 ოქტომბერს კი ქართულ მხარეს გადასცეს და გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. დღეს ფეხშველაშვილი ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში მიიყვანეს, სადაც ოპერაცია უტარდება. მას ქალა-ტვინისა და გულ-მკერდის დახურული ტრავმა, მენჯის ძვლების მრავლობითი დაზიანება, მარცხენა ზედა კიდურის მოტეხილობა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა აქვს, რის გამოც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას.

კარალეთის დევნილთა დასახლების მცხოვრებლები - ნიკოლოზ ფეხშველაშვილი, გიორგი ჯავახიშვილი, რომან გოჩაშვილი და გოგა მეტრეველი 4 ოქტომბრის საღამოს, სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, მდინარე ლიახვის სანაპიროზე იმყოფებოდნენ. ოთხივე დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილია. მცირე მანძილის გავლის შემდეგ მათ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები შენიშნეს. გიორგი ჯავახიშვილმა ერგნეთის მიმართულებით გაქცევა მოახერხა, ნიკოლოზ ფეხშველაშვილიც გაიქცა, მაგრამ 10 -12 მეტრის სიმაღლის თხრილში ჩავარდა და დაშავდა.

ამჟამად ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს ორი მოქალაქე, რომან გოჩაშვილი და გოგა მეტრეველი რჩებიან, მათ გასათავისუფლებლად დე ფაქტო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S