
კადიროვმა ადამიანის „უფლებების დაცვის“ პირობა დადო
06/10/2021 12:30:17 კავკასია
ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა, რომელიც ადამიანის უფლებების ერთგულად დაცვის პირობა დადო. ამის შესახებ მან ფიცის დადების დროს განაცხადა.
ფიცის სიტყვები რამზან კადიროვმა საზეიმო ვითარებაში რუსულ და ჩეჩნურ ენებზე წარმოთქვა. ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ინაუგურაცია „დაემთხვა“ მის დაბადების დღეს.
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის არჩევნებში, რომელიც 17-19 სექტემბერს გაიმართა, ოფიციალური ცნობით, რამზან კადიროვმა ამომრჩეველთა ხმების 99,97% მიიღო. უუალოდ არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეთა 94,42%-მა მიიღო მონაწილეობა.
ცნობისთვის: უფლებადამცველი ორგანიზაციები კადიროვს პოლიტიკური ოპონენტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა დევნასა და სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებენ.
აშშ-მა კადიროვს, როგორც პასუხისმგებელს წამებასა და მკვლელობებზე, კადიროვს სანქციები დაუწესა.