Accentnews.ge
ირანთან დაძაბულობის ფონზე თურქეთმა და აზერბაიჯანმა სამხედრო მანევრები დაიწყეს

ირანთან დაძაბულობის ფონზე თურქეთმა და აზერბაიჯანმა სამხედრო მანევრები დაიწყეს

06/10/2021 12:39:11 კავკასია

თურქეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი სამხედრო მანევრები დაიწყეს. მანევრები „ურყევი ძმობა 2021“ 5-დან 8 ოქტომბრამდე გაიმართება ბაქოსა და თეირანს შორის დაძაბულობის ფონზე. დაძაბულობა ირანის მიერ აზერბაიჯანის საზღვართან დაწყებული იშვიათ სამხედრო წვრთნებს უკავშირდება.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლება აზერბაიჯანის ავტონომიურ რეგიონ ნახიჩევანში მიმდინარეობს, რომელიც თურქეთს, სომხეთსა და ირანს შორის არის მოქცეული. მანევრებში მონაწილეობენ მექანიზებული, საკომანდოსო და საჰაერო ძალები, ასევე უპილოტო საფრენი აპარატები.

თეირანსა და ბაქოს შორის ურთიერთობა სექტემბერში გაუარესდა თურქეთ–აზერბაიჯან–პაკისტანის ერთობლივი სამხედრო სწავლების გამო. ამას თან ერთვის ირანის სმხეთის მიმართ მხარდაჭერა. გარდა ამისა, პრობლემური საკითხია აზერბაიჯანის მიერ სომხეთის გავლით ირანის სატვირთო მანქანების გატარების შეზღუდვა და ბაქოს კავშირები ისრაელთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S