Accentnews.ge
„ხალხი დაღლილია, სურთ, ქვეყანამ მუშაობა დაიწყოს“ – რა თემები მოხვდა EP-ს დელეგაციის ფოკუსში

„ხალხი დაღლილია, სურთ, ქვეყანამ მუშაობა დაიწყოს“ – რა თემები მოხვდა EP-ს დელეგაციის ფოკუსში

06/10/2021 14:30:20 პოლიტიკა

ევროპარლამენტის დელეგაცია 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ არჩევნები იყო კარგად ორგანიზებული, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზოგადად შეფასება მხოლოდ 2 ოქტომბერს არ ეხება, ის მოიცავს წინასაარჩევნო პერიოდს. წინასაარჩევნო პერიოდში კი ძალიან ღრმა პოლარიზაცია, მათ შორის, პოლარიზებული იყო მედიაც,– ამის შესახებ ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელმა, ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ მარინა კალიურანდმა ისაუბრა.

როგორც მან "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" (GIP) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სახელწოდებით "2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამოწვევები და შედეგები" განაცხადა, ახლა მნიშვნელოვანია, როგორ გამოიძიებს საქართველოს ხელისუფლება საჩივრებსა და იმ დარღვევებს, რაზეც მახვილდება ყურადღება:

„რა თქმა უნდა, დარღვევები სხვადასხვა სახისაა. მაგალითად, ერთ–ერთი იყო, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა პარტიული სიმბოლიკით მივიდა საარჩევნო უბანზე. მე არ ვიცი, ეს რამდენად სერიოზული დარღვევაა, თუმცა, რა თქმა უნდა, შეიძლება, არსებობდეს გაცილებით უფრო სერიოზული დარღვევები და ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, ამ დარღვევებზე ძალიან საფუძვლიანი გამოძიება ჩაატაროს. ეს არის ის, რასაც ელოდება საერთაშორისო საზოგადოება“.

ევროპარლამეტარმა დელეგაციის წერების შთაბეჭდილებაზეც ისაუბრა, რომლებიც 30 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ და ქონდათ შესაძლებლობა, უშუალოდ გასაუბრებოდნენ ამომრჩევლებს:

„ხშირად არ ხდება, როდესაც ევროპარლამენტი დამკვირვებლებს აგზავნის ადგილობრივ არჩევნებზე, თუმცა ვიცით რა იყო ამის მიზეზი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩამოვედით. ეს მნიშვნელოვანი იყო, როგორც გზავნილი. მე არჩევნების პროცესს თბილისში ვაკვირდებოდი და დაახლოებით, 30 საარჩევნო უბანზე ვიყავი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის საქართველოს რიგით ამომრჩევლებთან გასაუბრება და რაც ვიგრძენი ყველა მათგანიდან იყო ის, რომ ისინი ძალიან მტკიცედ უჭერენ მხარს ევროკავშირს და ხალხი დაღლილია ქვეყანაში პოლიტიკური ბრძოლების შედეგად. მათ სურთ, ბოლოს და ბოლოს ქვეყანამ დაიწყოს მუშაობა იმ საკითხებზე, რაც მათ ყველაზე მეტად აწუხებთ, ესაა ეკონომიკა, კოვიდ–19–ის პანდემია და ასე შემდეგ“.

რაც შეეხება მომავალს, ევროპარლამენტარმა, მათ შორის, მართლმსაჯულების რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრა და კონკრეტული ვადაც დაასახელა:

„ბოლო პერიოდში ვნახეთ რიგი ნაბიჯები, რამაც გააჩინა კითხვები, ევროკავშირმა გამოხატა რეაქცია და მეც როგორც ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელმა, გამოვთქვი ჩემი წუხილი. ვნახეთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ცალმხრივად მოახდინა 19 აპრილის შეთანხმების ანულირება; ვნახეთ 5–6 ივლისის მოვლენები და ევროკავშირის 75–მილიონიან ტრანშზე უარი. მიუხედავად იმისა, რომ "ოცნებამ" დატოვა შეთანხმება, ჩვენ მოველით რომ დოკუმენტში გაწერილი ყველა პუნქტი შესრულდება მის მიერ. ვიცით, რომ მართლმსაჯულების რეფორმის საბოლოო ვადა არის მომავალი წლის გაზაფხული. ჩვენ დაველოდებით, ვნახოთ როგორ მუშაობს საქართველოს დემოკრატია“.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს შიდა პრობლემებს ვერ დაგაჭრის და არ ჩაერთვება კიდევ ერთ მედიაციაში:

„ევროკავშირი ვერ დაგაჭრის საქართველოს შიდა პრობლემებს. ჩაერთვება თუ არა კიდევ ერთ მედიაციაში ევროკავშირი? ამ კითხვაზე პასუხია არა. რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ, ახლა კი ქართველ პოლიტიკურ ძალებზეა დამოკიდებული ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა საქართველოს ეროვნული ინტერესები დააყენონ. მინდა, დავინახო, როგორ დაიწყებს მუშაობას პარლამენტი ოპოზიციასთან ერთად. თუ არ იქნება ფუნქციონირებადი პარლამენტი, მე ვერ ვხედავ საქართველოს დემოკრატიული რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციისკენ გზას. ფუნქციონირებადი პარლამენტი გულისხმობს იმას, რომ იქ უნდა იყოს ოპოზიცია".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S