
ბიბილოვმა დე ფაქტო ფინანსთა მინისტრი გადააყენა
07/10/2021 10:53:20 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდრმა ანატოლი ბიბილოვმა "ფინანსთა მინისტრი" აზა ხაბალოვა თანამდებობიდან გაათავისუფლა და "მინისტრის" მოვალეობების შესრულება დროებით ხაბალოვას მოადგილეს - ფატიმა თიბილოვას დააკისრა.
ბიბილოვის "განკარგულება" დღეს გამოქვეყნდა და დღეიდანვე შევიდა ძალაში.
მანამდე Telegram-არხებში იწერებოდა, რომ ხაბალოვა საჯარო სივრცეში ორი თვის განმავლობაში აღარ გამოჩენილა და რომ მას აკისრებდნენ პასუხისმგებლობას რუსი აუდიტორების მიერ ჩატარებული საბიუჯეტო შემოწმების გასაიდუმლოებულ სავალალო დასკვნაზე, რომლის განსაჯაროებას ამასწინათ დე ფაქტო დეპუტატები მოითხოვდნენ