
სებასტიან კურცის ოფისში ჩხრეკა ტარდება
07/10/2021 12:12:38 ევროპა
ავსტრიის კანცლერ სებასტიან კურცის თაოსნობით მოქმედი "სახალხო პარტიის" შტაბ-ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს, - იუწყება Die Presse.
გამოცემის ინფორმაციით, ჩხრეკა უკვე დასრულდა კურცის ოფიციალური წარმომადგენლის - იოჰანეს ფრიშმანის, მედიასთან თანამშრომლობის საკითხებში მისი წარმომადგენლის - ჰერალდ ფლეიშმანისა და მრჩეველ შტეფან შტაინერის ოფისებშიც. ისინი გაზეთ Österreich-ის ხელმძღვანელობის მოსყიდვაში არიან ეჭვმიტანილები იმ მიზნით, რომ პირადად კურცისა და მისი პარტიის შესახებ დადებითი გამოხმაურებები ევრცელებინა.
გარდა ამისა, კურცისა და მისი თანამოაზრეების მიმართ გამოძიება წარმოებს თაღლითობისა და კორუფციის მფარველობის მუხლით. ამავე საქმის ფიგურანტებს შორის არიან ოჯახის საქმეთა ექს-მინისტრი და საზოგადოებრივი აზრის მკვლევარი სოფი კარმასინი, მისი კოლეგა, მკვლევარი საბინა ბაინშტაბი და მედიაჯგუფი Österreich.
მაისში ცნობილი გახდა, რომ კურცი საპარლამენტო კომისიაში გაკეთებულ ცრუ განცხადებებთან დაკავშირებით კორუფციაში იყო ეჭვმიტანილი. საქმე ეხებოდა "იბიცა-გეითის" კორუფციულ სკანდალს, რომელიც 2019 წლის სამთავრობო კრიზისის მიზეზად იქცა. მაშინ კანცლერმა საკუთარი უდანაშაულობის შესახებ განაცხადა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021