Accentnews.ge
მედია – აშშ–ის ატომური წყალქვეშა ნავი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დაუდგენელ ობიექტს დაეჯახა

მედია – აშშ–ის ატომური წყალქვეშა ნავი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დაუდგენელ ობიექტს დაეჯახა

08/10/2021 05:50:40 მსოფლიო

აშშ–ის ატომური წყალქვეშა ნავი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, საერთაშორისო წყლებში გადაადგილების დროს დაუდგენელ ობიექტს დაეჯახა, – იუწყება Reuters.

მისი ცნობით, ინციდენტის შედეგად მსუბუქი ტრავმები 15 ადამიანმა მიიღო.

როგორც აშშ-ის ფლოტში განაცხადეს, შეჯახების შედეგად წყალქვეშა ხომალდის ძრავი და ბირთვული რეაქტორი არ დაზიანებულა:

„წყალქვეშა ნავი უსაფრთხო და სტაბილურ მდგომარეობაშია“.

გამოცემის ცნობით, ახლა წყალქვეშა ნავი გუამისკენ მიემართება, სადაც მას დამატებითი შემოწმება ჩაუტარდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S