
ერდოღანი: "ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გლობალური მნიშვნელობა სტაბილურად იზრდება"
08/10/2021 12:50:55 პოლიტიკა, ეკონომიკა
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გლობალური მნიშვნელობა სტაბილურად იზრდება, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დღეს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის საბჭოს სხდომაზე.
მისივე თქმით, "ტრანსპორტის სფეროში კოლოსალური სამუშაო სრულდება და უამრავი პოზიტიური ცვილება ხდება".
აღნიშნა რა გლობალური ვაჭრობის კონტექსტში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის, როგორც ალტერნატიული ხაზის მნიშვნელობა, ერდოღანმა განაცხადა, რომ "ახალი მაგისტრალის წყალობით რეალობად იქცა უწყვეტი და სტაბილური სარკინიგზო კავშირი დასავლეთ ევროპასა და აზიის ყველაზე მოშორებულ რაიონებს შორის".
«ჩვენ ვაფართოებთ ამ შესაძლებლობებს ჩვენს ხელთ არსებული რესურსების გამოყენებით. გვსურს, ამ პროექტებით სარგებელი ყველამ ნახოს», – დასძინა თურქეთის ლიდერმა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სტამბოლში ხელი მოეწერა სამმხრივ (აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი) პროტოკოლს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის განვითარების თაობაზე.