Accentnews.ge
პოლონეთსა და ევროკავშირს შორს განხეთქილება იზრდება

პოლონეთსა და ევროკავშირს შორს განხეთქილება იზრდება

10/10/2021 13:57:46 მსოფლიო

პოლონეთსა და ევროკავშირს შორის განხეთქილება იზრდება. ორგანიზაციის ოფიციალური პირები აკრიტიკებენ პოლონეთის უზენაეს სასამართლოს, რომელმაც დაადგინა, რომ "ევროკავშირის სამართალი არ დგას პოლონეთის ეროვნულ კანონმდებლობაზე მაღლა ზოგიერთ სამართლებრივ საკითხში".

საფრანგეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში კლემან ბონმა, პოლონეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას „ევროკავშირზე თავდასხმა“ უწოდა და განაცხადა, რომ არსებობს 27-წევრიანი ბლოკიდან პოლონეთის „ფაქტიური გასვლის საფრთხე“.

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ასელბორნმა აღნიშნა, რომ პოლონეთი „ცეცხლს ეთამაშება“.

თავის მხრივ კრიტიკას პოლონეთშიც უპასუხეს. ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „პოლონეთის ადგილი არის და იქნება ერთა ევროპულ ოჯახში“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S