Accentnews.ge
“ევროპული საქართველო” სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას არ შეურთდება

“ევროპული საქართველო” სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას არ შეურთდება

08/10/2021 15:03:52 პოლიტიკა

პარტია “ევროპული საქართველოს” წევრის, გიორგი ნონიაშვილის განცხადებით, პარტია სოლიდარულია და პოლიტპატიმრად მიიჩნევს მიხეილ სააკაშვილს, თუმცა, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებულ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

“მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი და ამ ხელისუფლების პოლიტიკური მძევალი და მას აქვს ყველა ის უფლება, რაც ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, არ აქვს მნიშვნელობა მიხეილ სააკაშვილი ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს მის პარტიულ პრეფერენციებში ჯდება თუ არა და შესაბამისად ჩვენ ვართ სოლიდარულები და ვიზიარებთ იმ სულისკვეთებას, რომ ის არის პოლიტიკურად დევნილი და საპატიმროდან უნდა გამოვიდეს, რაც შეეხება აქციებს, ეს აქციები არის უშუალოდ “ნაციონალური მოძრაობის“ აქციები და ცხადია, რომ აქციაზე იქნებიან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, შესაბამისად „ევროპული საქართველო“ აქციაში მონაწილეობას არ იღებს, მაგრამ ვიზიარებთ იმ სულისკვეთებას, რომ ის არის პოლიტიკურად დევნილი.“ – განაცხადა ნონიაშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია დაანონსეს, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.

აქციები დაანონსა პარტიის “კანონი და სამართალი” ლიდერმა – თაკო ჩარკვიანმაც.

ცნობილია, რომ აქციას არ შეუერთდება „გირჩი–მეტი თავისუფლება“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S