Accentnews.ge
მიხეილ სააკაშვილმა ციხის ადმინისტრაციას 4 ქილა თაფლი უკან დაუბრუნა

მიხეილ სააკაშვილმა ციხის ადმინისტრაციას 4 ქილა თაფლი უკან დაუბრუნა

11/10/2021 14:37:10 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის ციხის ადმინისტრაციას 4 ქილა თაფლი უკან დაუბრუნა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ხერხეულიძემ მსჯავრდებულ ექს–პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ამ ამბის ანატომია ყოფილა შემდეგნაირად, როცა სააკაშვილთან ციხის ადმინისტრაციის ექიმი შესულა, ურჩევია, რომ ჩაიში შაქარი გამოეყენებინა, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ უთქვამს, რომ შეგიძლია, ერთი კოვზი თაფლი მიიღოო. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს 5 ცალი, 50 მილიგრამიანი, თაფლის ქილა შეუძენია, თუმცა როგორც კი მიშამ მოისმინა ინფორმაცია, რომ ამით სპეკულირებენ, რომ მის შიმშილობას ჩრდილი მიადგეს, მთხოვა, დაინტერესებულ ადამიანებს ვუთხრა: ერთი ქილა უკვე გახარჯული ჰქონდა, 4 ქილა კი ხელმოწერით ჩააბარა ადმინისტრაციას", - განაცხადა ხერხეულიძემ.

იხილეთ ასევე: ღარიბაშვილი – სააკაშვილზე: "როცა აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კგ თაფლს არ უნდა ჭამდეს"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S