
რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის სულიერი ლიდერები "სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო მისიაზე" იმსჯელებენ
11/10/2021 21:00:55 კავკასია
სრულიად სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ II და კავკასიის მუსლიმთა სულიერი სამმართველოს თავმჯდომარე ალაჰშუქიურ ფაშა-ზადე მოსკოვში ჩავიდნენ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის მონაწილეობით სამმხრივი შეხვედრის გასამართად, - იუწყება მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილება.
«ვიზიტის ფარგლებში 12 ოქტომბერს გარეგინ მეორე პატრიარქ კირილს შეხვდება, 13 ოქტომბერს კი სამმხრივი შეხვედრა გაიმართება, რომლის მთავარი თემა ყარაბაღის კონფლიქტი იქნება», - ნათქვამია მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასში დაზუსტებულია, რომ "საუბარი, კერძოდ, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის სულიერი ლიდერების სამშვიდობო მისიას შეეხება".