იტალიაში დაკავებული რუსეთის მოქალაქე კიბერთაღლითობაშია ეჭვმიტანილი

12-10-2021 01:06:37

იტალიის ქალაქ გენუაში რუსეთის მოქალაქე დააკავეს. 40 წლის ქალი კიბერთაღლითობაშია ეჭვმიტანილი და გამოძიების ვერსიით, ტრანსნაციონალური ორგანიზაციის წევრია, - იუწყება Corriere Della Sera.

ქალი სხვისი საკრედიტო ბარათების გამოყენებით სხვადასხვა საიტებიდან ფასეულ საქონელს იწერდა, ნივთების მიღებისას კი ყალბ საბუთებს იყენებდა ან მათ მისაღებად მესამე პირებს გზავნიდა, რომლებიც გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ გზავნილებს მისი სახელით იღებდნენ.

ამის შემდეგ ძვირადღირებული მობილური ტელეფონები და სხვა ტექნიკა რუსეთში იგზავნებოდა, ხოლო მათი გაყდვიდან მიღებული თანხები კრიპტოვალუტის მეშვეობით "თეთრდებოდა".

"ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს ქალი დიასახლისი იყო, წყნარი ოჯახის დედა, თუმცა რეალურად - დანაშაულებრივი საქმიანობით დაკავებული კომპიუტერული ინჟინერი. დაკავებისას მას ბინაში ასობით საკრედიტო ბარათი და კომპიუტერული ტექნიკა აღმოუჩინეს", - ნათქვამია პუნლიკაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები