
ფაშინიანი დღეს რუსეთს ეწვევა
12/10/2021 06:40:48 კავკასია
სომხეთის პრემიერ–მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დღეს სამუშაო ვიზიტით რუსეთს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა.
სომხეთის პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეები 2020 წლის 9 ნოემბრისა და 2021 წლის 11 იანვრის სამმხრივი შეთანხმებების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ, ასევე სტაბილურობის განმტკიცების შემდგომ ნაბიჯებს, რეგიონში ეკონომიკური კავშირების აღდგენას და მიმდინარე მოვლენებს.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფაშინიანი და ვლადიმერ პუტინი ასევე განიხილავენ სომხეთ-რუსეთის სამოკავშირეო ურთიერთობების დღის წესრიგის და ინტეგრაციული ასოციაციების ფარგლებში შემდგომი თანამშრომლობის საკითხებს.