
ბაიდენი და ერდოღანი შეხვედრაზე კავკასიის საკითხზეც ისაუბრებენ
12/10/2021 07:42:42 კავკასია
აშშ–ისა და თურქეთის პრეზიდენტებიშეხვედრა თვის ბოლოს რომში გაიმართება.
როგორც ჟურნალისტებს თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა იბრაჰიმ ქალინმა განუცხადა, შეხვედრა 30-31 ოქტომბერს დაგეგმილ „G-20“-ის სამიტის ფარგლებში შედგება.
ქალინის განცხადებით, ლიდერების განსახილველ საკითხთა დღის წესრიგშია პოლიტიკურ– ეკონომიკურ– ენერგეტიკული და სავაჭრო საკითხები, ასევე თავდაცვის ინდუსტრია, უსაფრთხოების სფერო და ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულება.
გარდა ამისა, მისი თქმით, პრეზიდენტებს შორის იგეგმება ავღანეთის, სირიის, ერაყის, კავკასიის რეგიონისა და ყარაბაღის, ასევე ლიბიის, ხმელთაშუა ზღვის და სხვა გლობალური საკითხების განხილვა.