ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია: „მოქალაქეების შეტყობინების საფუძველზე ბოლო 4 დღეში 200-მდე ობიექტი გადამოწმდა“

12-10-2021 19:53:15 სამართალი ,რეგიონები

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, ტბელ აბუსერიძის 9-ში საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე შეთანხმებული ესკიზური პროექტის დარღვევით მიმდანარე სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით, მუნიციპალურმა ინსპექციამ სამშენებლო სამართალდარღვევაზე საქმის წარმოება დაიწყო.

ირკვევა, რომ სამართალდამრღვევის მიერ განხორციელდა პირველი სართულის იატაკისა და კედლების ნაწილობრივი დემონტაჟი.

მუნიციპალურ ინსპექციაში ფაქტზე დაწყებულია საქმის წარმოება და გაცემულია წერილობითი მითითება, მოიყვანოს ობიექტი პირვანდელ მდგომარეობაში.

მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში მოქალაქეების შეტყობინების საფუძველზე ბოლო 4 დღის განმავლობაში 200-მდე ობიექტი გადამოწმდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები