
პუტინმა და ფაშინიანმა წელს შეხვედრა მეოთხედ გამართეს
12/10/2021 20:16:15 კავკასია
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი წელს მეოთხედ შეხვდნენ ერთმანეთს. ამ საკითხს შეხვედრის დაწყებამდე ხაზი ფაშინიანმა გაუსვა და აღნიშნა, რომ შეხვედრების ინტენსივობა ურთიერთობების ხარისხზე მიუთითებს.
რაც შეეხება განხილულ საკითხებს, როგორც განიმარტა, მათ ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და ვითარებაზე მთიან ყარაბაღში.
ფაშინიანის თქმით, ყარაბაღის კონფლიქტი არ არის ბოლომდე მოგვარებული. სომხეთის პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ რუსეთი, რომელიც ყარაბაღის საკითხის მოგვარების ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა, კონფლიქტის დარეგულირებაში საკვანძო როლს თამაშობს.
თავის მხრივ პუტინმა აღნიშნა, რომ ფაშინიანთან პირადი შეხვედრების პროდუქტიულობაში დარწმუნებულია, მიუხედავად იმისა, რომ ორ ლიდერს რეგულარულად აქვს სატელეფონო კავშირი.
პუტინის თქმით, დსთ-ს შემდეგ სამიტზე მოსკოვი და ერევანი კვლავ შეათანხმებენ თავიანთ პოზიციებს რეგიონში ვითარების დარეგულირებასთან დაკავშირებით.