შვილიშვილის გაუპატიურებისთვის ბაბუა დააკავეს

13-10-2021 11:32:05 ადამიანი და კანონი

შიდა ქართლში შვილიშვილის გაუპატიურების ფაქტზე ბაბუა – 52 წლის კაცი დააკავეს.

მომხდარის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 13 წლის გოგონა შეუძლოდ გახდა. ის ოჯახმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, ხოლო ექიმებმა კვლევების შემდეგ პოლიცია გამოიძახეს.

ექსპერტიზამ გაუპატიურების ფაქტი დაადგინა. სწორედ ამის შემდეგ დააკავეს სავარაუდო მოძალადე.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შვილიშვილი ბაბუასთან არ ცხოვრობდა, რადგან მშობლები დაშორებულები იყვნენ, თუმცა მოზარდი პერიოდულად სტუმრობდა ბაბუას, განსაკუთრებით დასვენების დღეებში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება მე-11 პრიმა და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები