Accentnews.ge
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

13/10/2021 07:38:36 სამართალი

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც მიკროავტობუსით ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალები გადაჰყავდა.

არსებული ინფორმაციით, მძღოლი პოლიციელების მოთხოვნას არ დაემორჩილა და გაქცევა სცადა, ხოლო პოლიციელებმა ცეცხლი მიკროავტობუსის საბურავების მიმართულებით გახსნეს.

იძულების წესით გაჩერებულ მიკროავტობუსში პოლიციის ოფიცრებმა 12 არალეგალი აღმოაჩინეს, რომლებიც ძირითადად თურქეთის და ერაყის მოქალაქეები არიან.

42 წლის მამაკაცს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S