მოსკოვის მიერ თბილისზე ზეწოლის მორიგი მცდელობა: "როსპოტრებნადზორმა" საქართველოდან შესატან თხილზე კონტროლი გაამკაცრა

13-10-2021 14:16:50 პოლიტიკა ,ეკონომიკა

მოსკოვი ტრადიციას არ ღალატობს და ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტებს კვლავ პოლიტიკურ იარაღად იყენებს, მათ შორის - საქართველოს წინააღმდეგ. როგორც დღეს გახდა ცნობილი, "როსპოტრებნადზორმა" საქართველოდან შესატან თხილზე კონტროლი გაამკაცრა.

"გავაძლიერეთ კონტროლი საქართველოდან შემოსატან თხილზე, ასევე იმ სასურსათო და არასასურსათო საქონლის სახეობებზე, რომლებიც საშიშ ნივთიერებებსა და შენაერთებს შეიცავს, მაგალითად, თურქულ ლიმონზე, ეგვიპტურ ფორთოხალზე, ინდურ ხორბალზე. გადაწყვეტილება პროდუქტების უსაფრთხოების შესახებ შეტყობინებისა (Rapid Alert System for Food and Feed, RASFF) და საშიში პროდუქტების შესახებ სწრაფი შეტყობინების (European Rapid Alert system for dangerous products, RAPEX) ევროპული სისტემების მონაცემებზე დაყრდნობით არის მიღებული" - ირწმუნება "როსპოტრებნადზორი".

RASFF-ის ვებ-გვერდზე მართლაც მოიპოვება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნების (პოლონეთი, იტალია, ბულგარეთი) საზღვრებზე ქართული თხილის პარტიები შეაჩერეს, მიზეზად კი პროდუქტში აფლატოქსინების აღმოჩენაა მითითებული.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამასწინათ განაცხადეს, რომ 2021 წელს ქვეყანაში თხილის რეკორდულად დიდი მოსავალი მოვიდა – დაახლოებით 65 ტონის ოდენობით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები