რუდენკო: „რაც შეეხება ახალგორის გადასასვლელების გახსნას, ვფიქრობ, შეიძლება, მოვძებნოთ პრობლემის გადაჭრის გზა"

13-10-2021 19:50:21 კონფლიქტები

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო აცხადებს, რომ "ახალგორის გადასასვლელებთან დაკავშირებით გამოსავლის მოძებნა შესაძლებელია". ამის შესახებ მან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„რაც შეეხება ახალგორის გადასასვლელების გახსნას, ის კონკრეტული ინციდენტის გამო ჩაიკეტა. ახლა სიტუაცია სტაბილურია და ვფიქრობ, შეიძლება, მოვძებნოთ პრობლემის გადაჭრის გზა, რათა ადამიანებმა საჭიროების შემთხვევაში ამ გადასასვლელებით ისარგებლონ“, – განაცხადა, "პირველი არხის" ცნობით, ანდრეი რუდენკომ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები