"მკაცრად მოვითხოვეთ ირაკლი ბებუას გათავისუფლება"

13-10-2021 20:16:01 კონფლიქტები ,საგარეო პოლიტიკა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი აცხადებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების 54-ე რაუნდზე ქართულმა დელეგაციამ ძალიან მწვავედ დასვა ყველა საკითხი, რომელიც აქტუალურია ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.

"ჩვენ ყოველთვის ვაყენებთ ჰუმანიტარულ პრობლემებს. დღეს განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ გადაადგილების თავისუფლების, განათლების უფლების შეზღუდვის, ეთნიკური დისკრიმინაციის საკითხებზე და ცალკე მკვეთრად იყო გამოკვეთილი ირაკლი ბებუას საქმე, რომელიც უკვე დიდი ხანია უკანონო პატიმრობაში იმყოფება, ამიტომ მკაცრად მოვითხოვეთ მისი გათავისუფლება“, – აღნიშნა, "პირველი არხის" ცნობით, ბექა ძამაშვილმა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები