ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და ლვოვის სახელმწიფო სამხედრო ლიცეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14-10-2021 10:10:15 თავდაცვა ,რეკლამა

ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და ლვოვის სახელმწიფო სამხედრო ლიცეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

"კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი და ლიცეუმის სასწავლო კურსის სერჟანტი, მასტერ-სერჟანტი იმედა ბექაური სამუშაო ვიზიტით უკრაინის, ქალაქ ლვოვის სახელმწიფო სამხედრო ლიცეუმში იმყოფებიან. ოფიციალურ შეხვედრაზე ლიცეუმების ხელმძღავნელებმა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა და პოლკოვნიკმა იური გუსარმა ერთმანეთს თავიანთი სასწავლებლები გააცნეს და განიხილეს თანამშრომლობის საკითხები. მოგვიანებით კი ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი. დოკუმენტზე ხელის მოწერით მხარეები თანხმდებიან, რომ ეს იქნება სასწავლებლებს შორის გამოცდილების გაზიარების, კადეტთა ჩართულობით ერთობლივი სასწავლო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელების საუკეთესო შესაძლებლობა.

ლიცეუმის წარმომადგენლების სამუშო ვიზიტი უკრაინაში რამდენიმე დღეს გაგრძელდება. ისინი დაესწრებიან ლვოვის სამხედრო ლიცეუმში და მუნიციპალურ დონეზე დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებებს", – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები