Accentnews.ge
ღარიბაშვილის პასუხი მოსკოვს: "რუსეთთან დელიმიტაცია-დემარკაცია დამთავრდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში"

ღარიბაშვილის პასუხი მოსკოვს: "რუსეთთან დელიმიტაცია-დემარკაცია დამთავრდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში"

14/10/2021 09:44:33 პოლიტიკა

"რუსეთთან დელიმიტაცია-დემარკაცია დამთავრდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში", – ასე ეხმიანება საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის შემოთავაზებას სოხუმსა და ცხინვალთან "საზღვრების" დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის დაწყების თაობაზე.

“ჩვენს სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია გვაქვს დასამთავრებელი და ეს მოხდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი საქართველოს სოხუმსა და ცხინვალთან "საზღვრების" დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის დაწყებას სთავაზობს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "სრულიად მიუღებელია მოსკოვის უკანონო განცხადებები საოკუპაციო ხაზზე ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაციის განხორციელებაზე, საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S