გოგა გულორდავა: „მეორე ტურში წალენჯიხაში ისე, როგორც არასდროს, მარტივია არჩევანი; მე გეგმა მაქვს, ხოლო ოპონენტს – აგრესია და ცარიელი ხელები“

14-10-2021 14:13:46 პოლიტიკა

წალენჯიხის მერობის კანდიდატის გოგა გულორდავას განცხადებით, მან და მისმა გუნდმა ზუსტად იციან გამარჯვების შემდეგ რა უნდა გააკეთონ. ექვსპუნქტიანი გეგმა, სადაც 30-მდე უმნიშვნელოვანესი საკითხია შეტანილი, ზუსტად ასახავს წალენჯიხელების საჭიროებებსა და სურვილებს.

„მეორე ტურში წალენჯიხაში ისე, როგორც არასდროს, მარტივია არჩევანი. მე გეგმა მაქვს, ხოლო ოპონენტს – აგრესია და ცარიელი ხელები“, – აცხადებს გულორდავა.

როგორც მან "აქცენტთან" საუბრისას აღნიშნა, წალენჯიხისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტებია:

,,რა თქმა უნდა, მხოლოდ ის ამბავი რად ღირს, როდესაც მახსენდება რომ 2021 წლის ბოლომდე გაზიფიცირებულ აბონენტთა რიცხვი 10.000-სგადააჭარბებს?! გამორჩეულად ვგულშემატკივრობ წალენჯიხის ტურისტულ პოტენციალს და ყველა იმ პროექტს, რომელიც წალენჯიხაში ამ მიმართულებს გააძლიერებს. მომდევნო წლებში, საქართველოში მრავალმილიონიანი ტურისტული ნაკადებია პროგნოზირებული და აქედან, მრავალათასიანი სეგმენტი სწორედ ჩვენს მუნიციპალიტეტზე მოდის. გამარჯვების შემდეგ ვაპირებ პირადად ჩავუდგე სათავეში და ბოლომდე მივიყვანოთ სოფლის ინტერნეტიზაციის პროექტი - შედეგად 4137 ოჯახს მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ექნება".

გულორდავას თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდების თვითმმართველობის საქმეში აქტიურად ჩართვას. წალენჯიხის მერობის კანდიდატი წალენჯიხელ ახალგაზრდებთან ერთად სპორტული ცხოვრების განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის პოლიტიკის დოკუმენტის შექმნას და შესაბამისი ბიუჯეტის გამოყოფას გეგმავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები