Accentnews.ge
სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით პოლონეთში საქართველოს ელჩი ქვეყნის საგარეო უწყებაში დაიბარეს

სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით პოლონეთში საქართველოს ელჩი ქვეყნის საგარეო უწყებაში დაიბარეს

15/10/2021 08:23:47 პოლიტიკა

პოლონეთში საქართველოს ელჩი ქვეყნის საგარეო უწყებაში იყო დაბარებული საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე სასაუბროდ. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ში იუწყება.

«დაკავების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საკითხი იყო განხილული დღეს ჩვენს უწყებაში პოლონეთში საქართველოს საქმეთა რწმუნებულთან. გამჭვირვალეობა, კანონის უზენაესობისადმი ერთგულება და პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებებისგან თავშეკავება ძალზე მნიშვნელოვანია თბილისის ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზებისთვის" - ნათქვამია პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის: 1 ოქტომბერს დაკავებული მიხეილ სააკაშილი შიმშილობას აგრძელებს. იგი წაყენებულ ბრალდებებს არ ეთანხმება და თავს "პუტინისა და ივანიშვილის პირად პატიმრად" მიიჩნევს.

ადვოკატების ინფორმაციით, ექს-პრეზიდენტმა უკვე 15 კგ-მდე მოიკლო, აღენიშნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S