რა გავაკეთეთ დღემდე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში? - გოგა გულორდავა განხორციელებულ პროექტებზე საუბრობს

15-10-2021 14:37:26 პოლიტიკა ,რეკლამა

წალენჯიხის მეორბის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" გოგგა გულორდავა, გასულ წლებში რაიონში განხორციელებულ პროექტებზე საუბრობს:

სოფლის მეურნეობა

წალენჯიხაში ეკონომიკის წამყვანი დარგები ყოველთვის იყო მრეწველობა და სოფლის მეურნეობა და დღეს, როდესაც სახელმწიფო წარმოებისა და აგრარული სფეროს მხარდაჭერის ასეთ ქმედით, ეფექტიან პროგრამებს გვთავაზობს, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ წალენჯიხა გახდეს მაგალითი დანარჩენი რეგიონებისათვის.

სახელმწიფოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით მასშტაბური წარმატების მიღწევას და მთელი რიგი დარგების წამოწევას შევძლებთ. ეს იქნება ჩემი უმთავრესი საზრუნავი და ადგილობრივების იმედიც მაქვს, რადგან ვიცი წალენჯიხელების შრომისმოყვარეობის და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება , ჩვენ ერთობლივი მონდომებით ამ საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ.

· სახელმწიფოს მხარდაჭერით შეიქმნა 2 ახალი და გაფართოვდა 3 აგროსაწარმო;

საწარმო N 1

საწარმო N2

საწარმო N 3

· შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 250-მა პირმა;

· ფუნქციონირებს 12 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი;

· სახელმწიფოს მხარდაჭერით 78 ჰა-ზე გაშენდა ხეხილის ბაღები;

სახელმწიფო პროგრამა ,, დანერგე მომავალი- კენკროვნების ქვეპუნქტის ‘’-ფარგლებში გრძელდება დღესაც,დაინტერესებულ ბენეფიციარებს შუძლიათ მიმართონ წალენჯიხის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრს.

· აგროდაზღვევის ფარგლებში, საერთო ჯამში, 1.5 მლნ ლარზე მეტი ღირებულების მოსავალი დააზღვია 606-მა პირმა;

· 359 ჰა ფართობზე დაფინანსდა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია;

· მოეწყო 405 მ სატყეო-სამეურნეო გზა;

· პროექტის - „მობილური ექსტენციის“ ფარგლებში ჩატარდა 40 ტრენინგი, კონსულტაცია გაეწია 1000-მდე ფერმერს.

სოფლის მეურნეობის გაძლიერება, ფერმერობის და მეწარმეობის მხარდაჭერა ოცნების ხელისუფლების გამოკვეთილი პრიორიტეტია და ბოლო წლებში სულ უფრო მეტი რესურსი მიემართება სოფლის გაძლიერებას.

ინფრასტრუქტურა

მოხერხებული და გამართული ინფრასტრუქტურა მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობაა და უზრუნველყოფს არა მარტო მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, არამედ ზოგადად, ყველა საზოგადოებრივი მექანიზმის გამართულ მუშაობას.

· დაიგო 57 კმ გზა;

· აშენდა 51 ხიდი და ხიდ-ბოგირი;

· მიმდინარეობს ქალაქ ჯვარში წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა,სამუშაოების დასრულების შედეგად, 10 000-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი 24 საათიანი, ხარისხიანი სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი.

· ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოების 45 პროექტი;

· განხორციელდა წყალმომარაგების 18 პროექტი;

· გადაიხურა 35 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი.

· 6 სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა და დაქსევლა განხორციელდა.

წალენჯიხა-ლია-ფახულანის საავტომობილო გზის მე-10 კმ-ზე, მდ. ენგურზე ახალი სახიდე გადასასვლელი.

ჩვენმა გუნდმა პრიორიტეტად დაისახა ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. ამჯერად მიმდინარეობს ჭალე - ფახულანის გზის რეაბილიტაცია,რითაც დასრულებული და მოწესრიგებული იქნება ყველა ადმინისტრაციული ერთეულთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა.

· ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოების 45 პროექტი, რომელთა ღირებულებამაც შეადგინა 3 მლნ. 841 ათასი ლარი.

მიმდინარეობს სამუშაოები 23 შენობის ფასადის რეაბილიტაციაზე:

აშენდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი შენობა.

აშენდა და აღიჭურვა პოლიციის ახალი შენობა

გაზიფიცირება

უპრეცედენტო პროექტი, რომელიც განვახორციელეთ, გამორჩეულია წალენჯიხის განვითარებისთვის , ეს არის გაზიფიცირება. წალენჯიხაში არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი და პირველად ჩვენ შევიყვანეთ .ძალიან რთული პროექტი განხორციელდა - 39 კმ მკვებავი მილი იქნა გაყვანილი რთულ რელიეფში, მაგრამ ახლა წალენჯიხელებს აქვთ გაზი და 2021 წლის ბოლომდე ყველა თემს -წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სრულად ექნება ბუნებრივი აირი,რომელიც მართლაც მნიშვნელოვანია.

  • აშენდა 38 862 გრძივი მეტრის სიგრძის მკვებავი გაზსადენი და 129 838 გრძივი მეტრის სიგრძის ქსელი. წალენჯიხაში აბონენტთა დაერთება განხორციელდა ეტაპობრივად.
  • მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლების სრული გაზიფიცირება,რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება.

ჯანდაცვა

· 2020 წელს დასრულდა წალენჯიხისა და ჯვარის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობების მშენებლობა;

· განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი;

· წალენჯიხის მუნიციპალიტეტში აშენდა 7 ახალი საექიმო ამბულატორია და აღიჭურვა სამედიცინო და საოფისე ინვენტარით;

· სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 6 საექიმო ამბულატორიას.

განათლება

განათლება არის ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენი მოსწავლეებისთვის განათლების მიღების უსაფრთხოებას.

სკოლების, ბაღების მშენებლობა და მოწესრიგება აუცილებელი ნაბიჯია, რომ ჩვენი პატარები უსაფრთხო გარემოში იყონ და განვითარებისთვის საჭირო პირობები ჰქონდეთ. მაგრამ ეს არის მინიმუმი - განათლებაზე ფიზიკური ხელმისაწვდომობის შემდეგ და სათანადო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების გარდა, ჩვენი მიზანია ასევე პირობები შევუქმნათ ახალგაზრდებს წარმატების მისაღწევად, ხარისხიანი განათლების მისაღებად, რომ დაეუფლონ მომავლის მოთხოვნად პროფესიებს და თავისი ცოდნის გამოყენება შეძლონ ჩვენი ქალაქების, სოფლების განვითარებისთვის და საქართველოს უკეთესი მომავალის შესაქმნელად.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2013 წლიდან ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე ჩარიცხული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები დაზარალებული სტუდენტების დაფინანსებას. 2013 წლიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსების სტატისტიკა მზარდია.

· აშენდა 4 ახალი სკოლა;

· სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1 სკოლას;

· ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 28 სკოლას

სკოლები ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა, აქვს ცენტრალიზებული გათბობა, სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და ღია სპორტული მოედანი. შენობები ადაპტირებულია შშმ პირებზე .

\

· რეაბილიტირდა პროფესიული კოლეჯი „ლაკადა“ , ქალაქ ჯვარში ლაკადას ბაზაზე დასრულდა სახელოსნოების მშენებლობა, ფოცხოს დასახლებაში კი სამუშაოები მიმდინარეობს;

· აშენდა 8 ახალი საბავშვო ბაღი.

· რეაბილიტაცია ჩაუტარდა 26 ბაღს

· იგეგმება ახალი ბაღების მშენებლობა ზღვაიას და საშანაოს უბნებში

სახელმწიფო სერვისები

ჯგალში გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრი

საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით მოსახლეობას საშუალება აქვს სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის სერვისით. საზოგადოებრივი ცენტრის მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს და შპს მექანიზატორის სერვისებით, ცენტრში ასევე წარმოდგენილი არიან კერძო კომპანიები: „მაგთიკომი“ და „ლიბერთი ბანკი“.

ტურიზმი

ის, რომ წალენჯიხის ტურისტული პოტენციალის შესახებ საქართველოში ყველამ იცის, ამ კუთხეს დამატებით უპირატესობას ანიჭებს. ეს ის მხარეა, რომელიც ულამაზესი სქურით, ,,ინწრას’’ ხეობითა და ,,ტობავარჩხილის“ უნიკალური ტბით უამრავ ტურისტს იზიდავს. ამ ადგილების განვითარება და რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის სასურველ დანიშნულების ლოკაციად ქცევა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს გაუჩენს წალენჯიხელებს, შემოიტანს მეტ პროგრესს და თანამედროვეობას, სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ამ მიმართულებას და, გპირდებით, შედეგებს ძალიან მალე ვიხილავთ.

· „ენგურჰესზე“ ტურისტული ატრაქციის შექმნის პროექტი გადასულია უშუალოდ განხორციელებაზე. ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ზონის ინფრასტრუქტურა მოიცავს გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცესა და მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალ ლიფტს კაშხალზე. მისი განვითარების კონცეფცია, ასევე, განიხილავს კაშხლის გამოყენებას სხვადასხვა საინსტალაციო-წარმოსახვითი ღონისძიებებითვის.

კულტურული ობიექტები

· ქალაქ წალენჯიხისა და ჯვარის კულტურის სახლებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მთლიანად შეიცვალა შიდა და გარე ინფრასტრუქტურა.

გამარჯვების შემთხვევაში მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენი სამოქმედო გეგმა :

· ახალგაზრდული ცენტრის აშენება ,სადაც განთავსდება სახელოვნებო სივრცე,ფოლკლორრის ცენტრი , ელექტრონული ბიბლიოთეკა და საგანმანათლებლო სივრცეები;

· წყლის სისტემების რეაბილიტაცია ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, ქ.წალენჯიხის სრული 24 საათიანი წაყალმომარაგება;

· 2022 წელს სრულად დასრულდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გაზიფიკაცია - გაზი ყველა ოჯახში;

· წყალარინების -საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება/მშენებლობა;

· მუნიციპალიტეტის შიდა საუბნო გზებისა და ქუჩების მოწესრიგება;

· გზისპირა მოსაცდელებისა და გარე განათებების მოწყობა;

· ნარჩენების მართვის მოწესრიგება,ნარჩენების გადამუშავება,სანაგვე ურნების მოწყობა მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტრორიაზე ,ნაგავმზიდი მანქანების ავტოპარკის განახლება,ქუჩების დასუფთავება ავტომექანიზირებული სპეც. ტექნიკით;

· მდინარეების და არხების კალაპოტის მოწესრიგება

· სქურის გზის რეაბილიტაცია;

· ტობავარჩხილის მიმართულებით გზის მოწერსრიგება,ტურისტული გზის მარკირების მოწესრიგება,ტურისტული სახელბის მოწყობა;

· სასტუმროების და მინი საოჯახო სასტუმროების განვითარების ხელშეწყობა;

· მრჩეველთა საბჭოში ჩაერთვებიან მოტივირებული ახალგაზრდები,რომლებიც მიიღებენ თვითმმართველობის განვითარებაში მონაწილეობას და მოხდება ახალი იდეების ინიცირება;

· გაგრძელდება სოციალური პროგრამები,რომლებიც მორგებულია იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების საჭიროებებს.

· იძულებით გადაადგილებულ პირთა სოფლად სახლის შეძენისა და ბინით უზრუნველყოფის ხელშეწყობა

· მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობა და წახალისება

· იგეგმება ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა , შენობაში მოეწყობა დახურული სპორტული დარბაზები და სატრენაჟორო დარბაზები. სპორტ-კომპლექსების მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. აღნიშნული აქტივობები ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელ ს.

· დასასვენებელი და გასართობი პარკებისა და სკვერების მშენებლობა და მოწესრიგება;

· სოფლის კულტურის სახლებისა და ბიბლიოთეკების მოწესრიგება

· სოფლის ინტერნეტიზაციის დასრულება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები