პენტაგონი: "ოსტინი ყურადღებას გაამახვილებს, მათ შორის აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე"

15-10-2021 22:57:36 პოლიტიკა ,თავდაცვა

პენტაგონის განცხადებით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ყურადღებას გაამახვილებს, მათ შორის აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების მოგვარებაში.

„საქართველოში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშენ ბურჭულაძეს შეხვდება, რათა დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ხაზი გაუსვას აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების მოგვარებაში. ამასთან, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ლიდერები უსაფრთხოების საკითხზე ორმხრივ და შავ ზღვაში ფართო რეგიონულ თანამშრომლობას განიხილავენ“, – ნათქვამია შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

როგორც პენტაგონში აღნიშნავენ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებს, რომლებიც შავი ზღვის რეგიონში რუსეთის მხრიდან მომდინარე დესტაბილიზაციის წინაშე დგანან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები