ანა სუბელიანი: "გიორგი თაბაგარი და მასთან მყოფი რამდენიმე პირი პოლიციამ დაიჭირა"

16-10-2021 00:25:27 სამართალი

"თბილისი პრაიდის" დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი და მასთან მყოფი კიდევ რამდენიმე პირი პოლიციამ დაიჭირა, - ამის შესახებ აქტივისტი ანა სუბელიანი სოციალურ ქსელში წერს.

"გიორგი თაბაგარი და მასთან მყოფი კიდევ რამდენიმე სხვა პირიც (ზუსტად არ ვიცი) დაიჭირა პოლიციამ, მივარდნილან და ჩაუტენიათ მანქანაში. სასწრაფოდ გვჭირდება ადვოკატი და იმის გარკვევა, თუ სად გადაყავთ და რა ჯანდაბა ხდება. არ ვარ თბილისში თან ახლა და ლამისაა გავრეკო! მეზიზღება ეს დამპალი ქვეყანა უკვე!!!",- წერს ანა სუბელიანი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები