აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის კომიტეტმა „ჯონსონის“ ვაქცინის მეორე დოზით აცრის რეკომენდაცია გასცა

16-10-2021 11:02:51 მსოფლიო

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის კომიტეტმა „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის მეორე დოზით აცრის რეკომენდაცია გასცა.

რეკომენდაციის თანახმად, ვაქცინის მეორე დოზით უნდა აიცრას 18 წლის ასაკის ზემოთ ყველა ის პირი, რომელიც პირველი დოზით მინიმუმ 2 თვის წინ აიცრა.

სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია ვალდებული არ არის, კომიტეტის რეკომენდაციას მიჰყვეს, თუმცა, როგორც წესი, უწყება მის რეკომენდაციებს ეთანხმება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები