აშშ სრულად ვაქცინირებული საერთაშორისო ვიზიტორებისთვის შეზღუდვებს 8 ნოემბრიდან აუქმებს

16-10-2021 11:28:44 მსოფლიო

აშშ სრულად ვაქცინირებული საერთაშორისო ვიზიტორებისთვის კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს 8 ნოემბრიდან აუქმებს.

თეთრი სახლის ცნობით, 8 ნოემბრიდან შეერთებული შტატები მიიღებს სრულად ვაქცინირებულ მგზავრებს ევროპის ე.წ. შენგენის ზონის 26 ქვეყნიდან და ასევე ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ირანიდან და ბრაზილიიდან.

ავიამგზავრები ვალდებულები არიან თვითმფრინავებში ჩასხდომამდე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და ასევე კოვიდტესტის უარყოფითი პასუხი წარადგინონ. იმ უცხოელ ვიზიტორებს კი, რომლებიც სახმელეთო საზღვარს გადაკვეთენ, კოვიდტესტის პასუხის წარდგენა არ დასჭირდებათ.

ცვლილება არ ეხება არავაქცინირებულ მოქალაქეებს და აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლის უფლება მათ კვლავ არ ექნებათ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები