Accentnews.ge
იტალიაში მთავრობას ნეო-ფაშისტური დაჯგუფებების წინააღმდეგ მკაცრი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებენ

იტალიაში მთავრობას ნეო-ფაშისტური დაჯგუფებების წინააღმდეგ მკაცრი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებენ

17/10/2021 09:17:35 ევროპა

იტალიის პროფკავშირები ნეო-ფაშისტური დაჯგუფებების წინააღმდეგ გამოვიდნენ,– იუწყება „როიტერი“.

იტალიაში ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და მთავრობას ნეო-ფაშისტური დაჯგუფებების წინააღმდეგ მკაცრი ქმედებების განხორციელებისკენ მოუწოდეს.

პროფკავშირების წარმომადგენელთა განცხადებით, დროა, სახელმწიფომ თავისი დემოკრატიული ძალა აჩვენოს კანონებისა და კონსტიტუციის აღსრულების კუთხით.

გასულ კვირას ნეო-ფაშისტურმა დაჯგუფებებმა რომში საპროტესტო აქცია გამართეს ე.წ. „მწვანე ბარათების“ გაუქმების მოთხოვნით. პროტესტის მონაწილეებმა პროფკავშირების ფილიალებში და პრემიერ-მინისტრის ოფისში შეჭრა სცადეს, რის გამოც პოლიციას მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლის და ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუხდა. პოლიციამ 12 ადამიანი დააკავა, მათ შორის მემარჯვენე დაჯგუფების „ფორცა ნუევას“ ლიდერები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S