
"რუსული ოკუპაცია არის ყოველდღიური"
18/10/2021 11:38:05 თავდაცვა
"რუსული ოკუპაცია არის ყოველდღიური", – ასე უპასუხა ჟურნალისტს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ კითხვაზე, ხედავს თუ არა ზეწოლის ზრდას რუსეთის მხრიდან.
„რაც შეეხება კითხვას, ვხედავთ თუ არა ზეწოლის ზრდას რუსეთის მხრიდან, ჩვენ ვისაუბრეთ შეხვედრის ფორმატში, რომ ოკუპაცია არის ყოველდღიური. ჩვენ შეიძლება ამ დღეების განმავლობაში ვიხილეთ ოკუპაციის სხვა მეთოდი, მომდევნო კვირას, შესაძლოა, ვიხილოთ კიბერთავდასხმა. სხვადასხვა მეთოდებია გამოყენებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ", – აღნიშნა ბურჭულაძემ.