„თბილისის მერიაში ავრცელებენ ჭორებს, „საკადრო წმენდა იქნებაო“
20/10/2021 17:54:00 პოლიტიკა
ენმ–ის თავმჯდომარის, თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას ინფორმაციით, თბილისის მერიაში დასაქმებულ მოქალაქეებს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატის დამარცხების შემხვევაში, მასობრივი საკადრო წმენდის დაწყებით აშინებენ.
„თბილისის მერიაში ავრცელებენ ჭორებს, რომ თუ „დავმარცხდით, საკადრო წმენდა იქნებაო“. ჯერ ერთი, მსგავსი რამ არავის უთქვამს, რომელი კანდიდატი იტყვის ამას, მეორეც, რომც მინდოდეს, დაუოკებელი სურვილი რომც მქონდეს, ამას არც მამუკა ხაზარაძე, არც ზურაბ ჯაფარიძე, არც ელენე ხოშტარია არ გამაკეთებინებენ და არც მომინდება“,– განაცხადა ნიკა მელიამ.
ამავე თემაქზე ისაუბრა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც, როგორც დაანონსდა, არჩევნების მეორე ტურში ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში თბილისის მერის მოადგილის პოზიციას დაიკავებს და აღნიშნა, რომ არც ერთი კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეს სამსახურიდან არ გაათავისუფლებენ.
იგივე დაადასტურდა ელენე ხოშტარიამაც:
„როგორ შეიძლება, ეძებდე ეროვნულ თანხმობას და ვინმე გააგდო?!“
იხილეთ ასევე: ოპოზიციის „ჩრდილოვანი კაბინეტის“ შემადგენლობა ცნობილია


