„დღეიდან ის გირჩელი ბავშვი ვიცე-მერი" აღარ ვარ" - კობერიძე მელიას გუნდში ჯაფარიძემ ჩაანაცვლა
20/10/2021 19:07:27 პოლიტიკა
ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას მიერ დასახელებულ დედაქალაქის კოალიციური გუნდის კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა „გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი ცოტნე კობერიძე, რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებში ვიცე–მერობის კანდიდატად დასახელდა.
„მეგობრებო, ვიცე-მერობის კანდიდატი ჩემ მაგივრად ზურაბ ჯაფარიძე იქნება. დღეს დილით ვისაუბრეთ, აღმოჩნდა, რომ სხვა პარტიის ლიდერებმა გადაწყვიტეს, მეორე ტურში თვითონაც აქტიურად ჩაერთონ, ამ პროცესისთვის ზურას როლი დიდი ფაქტორია, მთავარია ხმები მაქსიმალურად მობილიზდეს და ამას ზურა, როგორც ვიცე-მერობის კანდიდატი ჩემზე კარგად იზამს.
ჩემთვის უპირველესი ამოცანაა „ქართული ოცნების" დამარცხება, თუ თბილისი კალაძემ წააგო, გარდაუვალი მგონია რეჟიმის ჩამოშლა", - წერს „ფეისბუკის" პირად გვერდზე ცოტნე კობერიძე და დასძენს, „დღეიდან „ის გირჩელი ბავშვი ვიცე-მერი" აღარ ვარ, მოვძებნი ახალ გამოწვევებს".


