Accentnews.ge
ღარიბაშვილი – ლაზიშვილის გადადგომაზე: "რაც მალე აირჩევენ პარტიულ საქმიანობას, მით უკეთესი"

ღარიბაშვილი – ლაზიშვილის გადადგომაზე: "რაც მალე აირჩევენ პარტიულ საქმიანობას, მით უკეთესი"

21/10/2021 13:19:24 პოლიტიკა

"ძალიან კარგია, რაც მალე მოხდება ლუსტრაცია ამ ადამიანებს და აირჩევენ პარტიულ საქმიანობას, მით უკეთესი ჩვენთვის, გაიწმინდება პოლიციაც", - ასე ეხმიანება პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მიერ თანამდებობის პროტესტის ნიშნას დატოვებას.

პრემიერმა რევაზ ლაზიშვილს "ფსევდო ოფიცერი" უწოდა.

"პოლიცია და ჩვენი სამართალდამცავი უწყებები, რა თქმა უნდა, ყველა კანონდარღვევაზე აკეთებენ რეაგირებას. რა მნიშვნელობა აქვს ადამიანი იყო ყოფილი პოლიციელი, პოლიციელი თუ სხვა ნებისმიერი პროფესიის მქონე. თუ ვინმე რამე დანაშაულს სჩადის, ყველა აგებს პასუხს. ჩემი სრული მხარდაჭერა მთელ პოლიციას, ჯარს, მათ შორის – ყოფილებს, ყველა იმ ღირსეულ ოფიცერს, რომელიც ღირსეულად ატარებს თავის მუნდირს. მე მქონდა შემდეგი პოლიტიკა, ვიყავი რა შს მინისტრი, შემდეგ თავდაცვის მინისტრი, ყოველთვის ვეუბნებოდი შემდეგ ჩვენ ოფიცრებს, რომ თქვენ გაცვიათ მუნდირი და ამ მუნდირს სჭირდება ღირსეული ტარება. ვისაც სურს პარტიაში პარტიული მოღვაწეობა, უნდა გაიხადოს მუნდირი და წავიდეს ამა თუ იმ პარტიაში, ეს არის ჩემი პოზიცია", – განაცხადა პრემიერმა.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი რევაზ ლაზიშვილი თანამდებობას ტოვებს. როგორც მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და მიზეზი რეპრესიებია, რომელიც ხელისუფლებამ სამეგრელოში, არჩევნების მეორე ტურების წინ დაიწყო.

„მე ვარ რევაზ ლაზიშვილი, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, სადგურ ანაკლიის უფროსი. მინდა, განცხადება გავაკეთო თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით. ჩემი პროტესტი გამოიწვია დღეს მომხდარმა ფაქტმა. კერძოდ, პოლიციის თანამშრომლის რუსლან შამახიას დაკავებამ, სახლში ჩხრეკის ჩატარებამ, ბავშვების დაწიოკებამ. მე შამახიასთან მიმუშავია და კარგ პოლიციელად ვახასიათებ. არ შემეძლო, კაბინეტიდან მეყურებინა გმირი პოლიცილების მიმართ ჩადენილ ასეთ ქმედებაზე და მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა. ეს არის ჩემი პროტესტი. ისინი ღირსეული პოლიციელები არიან და მათ სჭირდებათ დღეს გვერდში დგომა", – განაცხადა ლაზიშვილმა.

მისი თქმით, იგი ამ საკითხზე დამატებით საუბარს არ აპირებს.

ცნობისთვის: ყოფილი ძალოვანები "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ სამეგრელოს რეგიონში მათ მიმართ "რეპრესიების დაწყებაზე" საუბრობენ და მმართველი ძალის პოლიციის წარმომადგენლებს მათთვის იარაღისა და სხვა საბრძოლო მასალის "ოჯახის წევრთა თანდასწრებით ჩადებაში" ადანაშაულებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S